ინფორმაცია
უნისაფულე წარმოადგენს წინასწარი გადახდის გამარტივებულ ინსტრუმენტს, სადაც დაცულად შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი თანხები ონლაინ გადახდებისთვის. საფულის მფლობელის მონაცემები დაცულია მისი მომხმარებლის სახელითა და პაროლით. უნისაფულე იმართება დისტანციური არხებით - მობილური აპლიკაციის, ვებგვერდისა და ბარათების საშუალებით. ფინანსური ტრანზაქციები უნისაფულის ფარგლებში და მის გარეთ სრულდება ერთჯერადი SMS კოდის გამოყენებით, ან საფულეზე მიბმული საერთაშორისო საგადახდო UNIcard Visa/Mastercard ბარათების მეშვეობით.
უნისაფულე საშუალებას გაძლევთ:
მარტივად დაგეგმოთ და მართოთ თქვენი ფინანსები;
აკონტროლოთ ყოველდღიური ხარჯები;
მიიღოთ ფინანსური მომსახურება შეღავათიანი ტარიფებით;
ნებისიმიერ დროს მიიღოთ ანგარიშის ამონაწერი და შექმნათ გადახდების საკრედიტო ისტორია;
საგადახდო ბარათების მეშვეობით გააკეთოთ ნებისმიერი შენაძენი სავაჭრო ობიექტებში, ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე;
უნისაფულეში ანგარიში შეგიძლიათ გახსნათ GEL, USD, EUR ვალუტებში.